ვეძებთ გრაფიკულ დიზაინერს.

გვაინტერესებს არა მხოლოდ რას აკეთებ, არამედ როგორ ფიქრობ.

1ვინ ხარ

ძირითადი საკონტაქტო ინფორმაცია.

2ინსტრუმენტები და გამოცდილება

მონიშნე მხოლოდ ის, რასაც რეალურად იყენებ. ტესტურ დავალებაზე ისედაც გამოჩნდება.

3პორტფოლიო

ლინკი Behance-ზე, Dribbble-ზე, Instagram-ზე ან Drive-ზე.

4ტესტური დავალება: „კოწახური"

სავალდებულო. რეალური ბრიფია ჩვენი კონტენტ-გეგმიდან. ზუსტად ასეთ დავალებებზე იმუშავებ.

📐 ფორმატი / მიწოდება
  • 2 ვიზუალი: 1:1 პოსტი (1080×1080) და 9:16 სთორი (1080×1920)
  • ერთი კონცეფცია, ორ ფორმატზე ადაპტირებული და არა ორი სხვადასხვა დიზაინი
🎯 მიზანი და ინსაითი

კოწახურის კაფსულა უნდა დავაკავშიროთ ნოსტალგიასთან, ქართულ ემოციასთან და ბავშვობის მოგონებებთან. ბანერის დანახვისას მომხმარებელმა უნდა იფიქროს:

„ეს გემო მეც მახსოვს."

✍️ ტექსტი ბანერზე (დაზუსტებულია, არ შეცვალო)
  • მთავარი ტექსტი (hero):
    „შენთვის მოგონებაა.
    მისთვის მოგონების დასაწყისი."
  • პროდუქტის ხაზი (subtitle): ცივი, უკოფეინო კოწახური
  • პროდუქტის სახელი: კოწახური

ℹ️ ქვემოთ მოცემული ტექსტი პოსტის „აღწერაა" (caption). Facebook-ზე პოსტს ახლავს და ბანერზე არ იწერება. მხოლოდ განწყობის კონტექსტისთვის: „არსებობს გემოები, რომლებიც წლებს უძლებს… საკმარისია ერთი ყლუპი და უცებ ისევ ბავშვობაში ხარ, უდარდელ დღეებში… MEAMA-მ ეს მოგონება კაფსულაში გააცოცხლა."

🖼 ვიზუალი: რა უნდა ჩანდეს
  • MEAMA Versatile აპარატი (ასეტებშია, ფორმა არ შეცვალო)
  • კოწახურის კაფსულა (ლეიბლი ზუსტად ისეთი, როგორიც ასეტშია, AI-მ არ „გადახატოს")
  • სასმლით სავსე ჭიქა, რომელიც ბავშვს უჭირავს და სვამს. ბავშვის ემოცია მთავარი კადრია: სიხარული, უდარდელობა, ზაფხულის განწყობა
  • განწყობა: თბილი, ნოსტალგიური, სახლის მყუდრო გარემო და არა სტერილური სტუდია
📌 სავალდებულო ელემენტები ბანერზე
  • MEAMA ლოგო: ზედა ზონაში, თეთრი ან შავი ვერსია ფონის მიხედვით
  • Hero ტექსტი: დომინანტური, პირველი რაც იკითხება
  • Subtitle: მეორადი იერარქიით, hero-ს ქვეშ
  • პროდუქტი + კაფსულა + ბავშვი ჭიქით ერთ კომპოზიციაში
  • meama.com ქვედა ზონაში, პატარა
  • Red Dot 2024 ბეჯი: პატარა, აპარატის ზონასთან (ასეტებშია)
⚙️ პროცესი
  • ჩამოტვირთე ასეტები ქვემოთ მოცემული ღილაკით
  • სცენა (ბავშვი, სახლის გარემო, განწყობა) დააგენერირე AI-თ. Higgsfield, Midjourney, GPT Image, შენი არჩევანია. პროდუქტის ასეტები რეფერენსად გამოიყენე
  • ტექსტი AI-ში არ დააგენერირო. ტიპოგრაფია ხელით დაადე (Photoshop/Figma). ქართული ასოების იერარქია და კომპოზიცია შენი ხელწერაა, ამას ვაფასებთ
  • ფაილებს დაარქვი: meama_task_სახელი_გვარი_1x1.jpg და meama_task_სახელი_გვარი_9x16.jpg
🔍 რას ვაფასებთ
ემოცია იკითხება 3 წამშიტიპოგრაფიის იერარქიაკაფსულის ლეიბლი უცვლელიაორი ფორმატის სუფთა ადაპტაციაAI + ხელობის ბალანსი
⬇ ასეტების ჩამოტვირთვა

5მოლოდინი

გულწრფელი ციფრი დაწერე. ეს ფილტრი ორივე მხარეს დროს გვიზოგავს.